მარიო გიოტცემ მადრიდის "რეალთან" მატჩში კუნთი გაიწყვიტა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.

ტრავმის გამო ფეხბურთელი უკვე მატჩის მე-14 წუთზე გახდა შესაცვლელი.

"მარიო გიოტცეს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. თამაშის შემდეგ მუხლის ტკივილს უჩიოდა სვენ ბენდერი. ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს საქმე", - თქვა დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა.

დიდი ალბათობით, გიოტცე ბუნდესლიგაში უახლოეს მატჩს გამოტოვებს, რომელსაც "ბორუსია" შაბათს, ვადამდე გაჩემპიონებულ მიუნხენის "ბაიერნთან" გამართავს.

თუმცა ჰავბეკს აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელდეს, რომელიც 25 მაისს, "უემბლიზე" გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული