30 აპრილს მადრიდში გამართულ საპასუხო შეხვედრაში "რეალი" ახლოს იყო სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასთან. მატჩის მიწურულს ქარიმ ბენზემასა და სერხიო რამოსის გოლებმა ჟოზე მოურინიოს შეგირდებს კი გაამარჯვებინა (2:0), მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა - ორი მატჩის ჯამში ფინალში "ბორუსია" გავიდა.
"ჩემს ცხოვრებაში პირველად შევწყვიტე მატჩის ყურება და წავედი. შემეშინდა, გული არ გამსკდომოდა. ტუალეტში ჩავიკეტე და ყურებზე ხელები
არ მესმოდა, სტადიონი შეძახილებით როგორ აფეთქდა. ვერ გავძელი და მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე ტრიბუნაზე მაინც დავბრუნდი.
ასეთი დრამატული დასასრული მაინც ყველას გვიყვარს", - თქვა ვატცკემ მატჩის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]