დიეგო ლოპესი: ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ დიეგო ლოპესმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცოტა არ გაგვიმართლა. საერთო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და კარგად ვითამაშეთ.

ვიცოდით, რომ რ
თული იქნებოდა, მაგრამ მომენტები გვქონდა. პირველ ტაიმში გოლი გვაკლდა, თუმცა საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს. ბოლომდე დავიხარჯეთ, რომ სასურველი ანგარიშისთვის მიგვეღწია. უბრალოდ, ამისთვის დრო არ გვეყო.

ვამაყობთ, რომ კლუბს ასეთი გულშემატკივარი ჰყავს. მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ვცდილობ, იმ დონეზე ვითამაშო, როგორიც "სამეფო კლუბს" შეესაბამება.

წინ კიდევ სამეფო თასი დაგვრჩა
მოსაგები. ეს ტიტული ასევე მნიშვნელოვანია "რეალისთვის". ვიბრძოლებთ ისე, როგორც ეს "ბორუსიასთან" გავაკეთეთ",
- თქვა ლოპესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული