მატს ჰუმელსი: ბავშვობიდან ყველანი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვოცნებობდით

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა მადრიდის "რეალთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" გერმანიაში ანგარიშით 4:1 იმარჯვა და შესაბამისად, საპასუხო შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე დორტმუნდელები გავიდნენ.

"ვიცოდით, რომ თუ "რეალი" პირველ ტაიმში გოლს გაიტანდა, ტრიბუნები მათ უფრო გაამხნევე
ბდნენ.

თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თითქმის იგივე სიტუაცია იყო "მალაგასთან" შეხვედრაშიც.

ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ბავშვობიდან ყველანი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვოცნებობდით, ხოლო ზოგიერთი ჩვენგანი ჯერ კიდევ რჩება ბავშვად. მაგარი იქნება "უემბლიზე" თამაში",
- თქვა
ჰუმელსმა.


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული