"ვულოცავ "ბაიერნს" ფინალში გასვლას. ამ გუნდმა გვანახა, თუ რა დონეზე იმყოფება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც პირველი წუთებიდან მატჩის ბოლომდე მხარს გვიჭერდა. ჩემი გუნდი შედეგისთვის ბოლომდე იბრძოდა.
მე ვეუბნებოდი მათ, რომ არ დანებებულიყვნენ და პირველ ტაიმში ღირსეულად ვიბრძოდით.
მეორე ტაიმის დებიუტში გაშვებულმა გოლმა ძლიერად იმოქმედა ჩვენზე და მატჩს საბოლოო ინტრიგა მოხსნა.
ტურნირის ამ სტადიას "ბაიერნი" უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში
ლიონელ მესიმ ბილბაოში ითამაშა, რადგან თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს უცნაური შეგრძნებები ჰქონდა, მაგრამ ტრავმა არ ჰქონია. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ თავს კარგად ვერ გრძნობდა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის თანაგუნდელებს ვერ დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მესის არყოფნა მოედანზე შესამჩნევი იყო.
გვინდოდა უფრო ძლიერად თამაში, მაგრამ ბევრი რამ იყო გადაწყვეტილი პირველ შეხვედრაში. ჩვენ და "რეალს" შეგვიძლია გერმანულ კლუბებთან ჭიდილი, მაგრამ ამ კონკრეტულ ნახევარფინალებში ისინი უფრო ძლიერები იყვნენ", - თქვა ვილანოვამ.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4): ცოდვის ტრიალი "კამპ ნოუზე" [VIDEO]