"მგონი, ჩანდა, რომ ჩემმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო. პირველივე წუთებიდან ბრწყინვალედ ვთამაშობდით. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ლიონელ მესის გარეშე "ბარსელონა" სულ სხვა გუნდია.
ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ორი მატჩის ჯამში 7:0-ით ჩვენს მოგებას არავინ ელოდა.
ესპანურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ, განსაკუთრებით, "ბარსელონას". ვიცი, როგორ უყვართ თამაში და მათი ფილოსოფია. ჩემმა გუნდმა კარგად აითვისა ტაქტიკური გეგმა და იდეალურად შეასრულა.
თამაშის ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო. რობენი გაგვყავდა ერთი-ერთზე მეკარესთან, როგორც მას ეს უყვარს. ნათელია, რომ პირველი გოლი საკვანძო მომენტი გახდა შეხვედრაში.
ვერ ვიტყვი, რომ კატალონიური ეპოქის დასასრულის მოწმეები გავხდით. "ბარსელონას" ბევრი ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ კი - ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ვითამაშეთ.
"ბორუსიამ" ფინალში გასვლა დაიმსახურა, რადგან ასევე კარგ სეზონს ატარებს. თუმცა მაინც ცოტა მოულოდნელი იყო მათი ფინალში მოხვედრა.
ჯერ "ბარსელონასთან" შეხვედრას შევაჯამებთ, მოგებას ვიზეიმებთ, ხოლო შემდეგ "დორტმუნდთან" უქმეებზე ჩასატარებელი მატჩისთვის მოვემზადებით", - თქვა ჰაინკესმა.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4): ცოდვის ტრიალი "კამპ ნოუზე" [VIDEO]