ბასტიან შვაინშტაიგერი: გერმანული ფინალი - მთელი ბუნდესლიგის წარმატებაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ აღიარა, რომ უჩვეულო შეგრძნებები ეუფლება იმის გააზრების შემდეგ, რომ ინგლისში, "უემბლის" სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი წმინდა გერმანული იქნება.

25 მაისს, ტურნირის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. "ბაიერნმა" ნახევარფინალში "ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა, "ბორუსიამ" კი მადრიდის "რეალი" - 4:3.

"ძალიან უჩვეულო შეგრძნება მეუფლება იმის გააზრების შემდეგ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორეც გერმანული გუნდი ითამაშებს.

ვფიქრობ, ეს მთელი ბუნდესლიგისა და გერმანული ფეხბურთის წარმატებაა.

იმედია, ახლა სხვა გერმანული გუნდებიც
იქნებიან ევროპაში წარმატებულნი, რაც ყველა ჩვენგანისთვის კარგი იქნება.

ახლა ველით "უიმბლიზე" თამაშს!"
- თქვა ფეხბურთელმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4): ცოდვის ტრიალი "კამპ ნოუზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული