დაპირისპირება ჟერარდ პიკესა და სანდრო როსელს შორის

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "ბაიერნის" საპასუხო მატჩის (0:3) შემდეგ გაკეთებულმა კომენტარმა კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელსა და მცველ ჟერარდ პიკეს შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

ორი მატჩის ჯამში "ბაიერნთან" 0:7 დამარცხების შემდეგ ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ მოვიდა დრო "დასკვნების გამოტანისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების".

ბევრის აზრით, პიკე ამაში საკადრო (მათ შორის, სამწვრთნელო) ცვლილებებს გულისხმობდა.

ამის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში სანდრო როსელმა თქვა:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ შეფასებები კეთდება სეზონის დასრულების შემდეგ. ამიტომ უნდა ვკითხოთ პიკეს, რას გულისხმობდა ამ ფრაზით, რომელ გადაწყვეტილებებზე საუბრობდა".

როგორც ხედავთ, როსელი დელიკატურია,
თუმცა ცხადია, რომ "ბარსას" შიდა სამზარეულო მთლად წესრიგში არაა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჟერარდ პიკე: არ მგონია, რომ მესის მონაწილეობა რადიკალურად შეცვლიდა რამეს
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4): ცოდვის ტრიალი "კამპ ნოუზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული