იურგენ კლოპმა შვებით ამოისუნთქა: მატს ჰუმელსი ფინალში ითამაშებს!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებს შაბათს, ბუნდესლიგის 34-ე ტურში "ჰოფენჰაიმთან" წაგება ოდნავადაც არ აღელვებდათ - მათი მწუხარების მიზეზი დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსის ტრავმა გახლდათ.

24 წლის მცველი 75-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, მატჩის შემდეგ კი გავრცელდა ხმები, რომ დიდი შანსი იყო, ჰუმელსს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოეტოვებინა.

მაგრამ "დორტმუნდის" სამედიცინო შტაბმა "ბორუსიას" გულშემატკივრები დაამშვიდა: "მატსის ტრავმა სერიოზული არაა და "ბაიერნთან" აუცილებლად ითამაშებს".

"კიდევ კარგი, რომ არაფერი გამიწყდა და ტრავმა სერიოზული არაა. დარწმუნებული ვარ, რომ ფინალამდე მწყობრში ვიქნები,"
- უთხრა ჰუმელსმა "შპორტ ბილდს".

მოგვიანებით "ბორუსიას" ექიმმა, დოქტორმა მარკუს ბრაუნმაც დაადასტურა, რომ ჰუმელსის თამაში "ბაიერნთან" აბსოლუტურად რეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მატს ჰუმელსი: ეს ლოგიკური ზღაპარია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული