18 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში "ჩელსი" საკუთარ კედლებში დამარცხდა. ოსკარის გოლს შვეიცარიელებმა მოჰამედ სალაჰისა და მარკ შტრელერის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.
"სამი ქულა დავკარგეთ, რომლის მოპოვებაზე ზრუნვა ახლა ბაზელში, გელზენკირხენსა და ბუქარესტში მოგვიწევს.
რა თქმა უნდა, პირველსავე შეხვედრაში წაგების მიუხედავად, მიზნად კვლავ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვისახავთ.
ჩვენ საამისოდ თავს არ დავზოგავთ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ.
იხილეთ ვიდეო
სტუმრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ, თავს მთელი გუნდით იცავდნენ და მოედანზე თავისუფალ ზონებს არ ტოვებდნენ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ პირველ ტაიმში გოლის გასატანად თავადაც არაფერი გაგვიკეთებია. ვფიქრობ, პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, სამართლიანი ანგარიში 0:0 იქნებოდა, მაგრამ სასტვენამდე გატანა მაინც მოვასწარით.მეორე ტაიმის დასაწყისში მეტი სივრცე გვქონდა და შანსიც მოგვეცა - ერთხელ ხარიხასაც გავარტყით ბურთი, მაგრამ გოლი მაინც შვეიცარიულმა გუნდმა შეაგდო.
მეორე გოლი რთულად ასახსნელია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სტანდარტის დროს დაცვის ორგანიზებული მოქმედების დასახვეწად, თუმცა თავით მეტოქის იმ ფეხბურთელმა გაგვიტანა, რომელსაც ჩვენი მოთამაშეები მეურვეობდნენ. იმ ეპიზოდში ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეცდომა გოლად დაგვიჯდა.
ჩვენც, როგორც გულშემატკივრები, სტადიონს დაღონებულნი ვტოვებთ, მაგრამ უკვე ხვალიდან ვარჯიშს უნდა შევუდგეთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ.
როგორ მივაღწევთ წარმატებას? თავჩაუხრელი შრომითა და იმის რწმენით, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ, კოლექტივის შიგნით თვითკრიტიკულობითა და ერთსულოვნებით.
"ფულჰემთან" მომავალ მატჩში დადებითი შედეგის მიღწევას შევეცდებით, რაც მოთამაშეებს თავდაჯერებას შემატებს. ჩემპიონთა ლიგის უკვე მომავალ შეხვედრაში კი დაკარგულის ანაზღაურებას შევეცდებით", - თქვა "განსაკუთრებულმა".
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]