მასიმილიანო ალეგრი: ნეტავ სულ მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლებით ვიგებდეთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "სელტიკთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თავისი გუნდის გარჯაზე ისაუბრა.

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მილანელებმა სტუმრებს ბოლო ათ წუთში გატანილი გოლებით სძლიეს - 82-ეზე საპატამ გაიტანა, კიდევ ოთხ წუთში კი მუნტარიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თავი არ დავზოგეთ. მოგება მთელმა გუნდმა დაიმსახურა.

მერე რა, რომ გამარჯვება ბოლო წუთებზე მოვიპოვეთ?! ნეტავ ყველა თამაში ასე მთავრდებოდეს და უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი...

უბრალოდ, თამაშის მიწურულს უფრო
მეტი თავისუფალი ზონები ჩნდება ხოლმე და სახიფათო შეტევის განხორციელებას უკეთესად ვახერხებთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის სადავეები ხელიდან გაგვექცა და პირველი გოლის დროს ნაღდად გაგვიმართლა. უნდა მოვუმატოთ - უკეთ გვმართებს მეტოქის თამაშის წაკითხვა, მისი ჩანაფიქრის გამოცნობა. ასევე ძალიან ხშირად ვკარგავთ ბურთზე კონტროლს...

თუმცა, მეორე მხრივ, მომეწონა ჩემს
ფეხბურთელთა რეაქცია ამ სირთულეებზე. ბიჭები ჟინით თამაშობდნენ. მათ იცოდნენ, რომ თამაში მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ მთავრდება.

ყოველთვის მხოლოდ კარგზე უნდა იფიქრო. მჯეროდა, რომ ბოლო 15-20 წუთში შევძლებდით თამაშის ბედის ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას. ისევე, როგორც იტალიის ჩემპიონატის მატჩში, ამჯერადაც შეცვლები ძალიან დაგვეხმარა",
- თქვა ალეგრიმ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული