არსენ ვენგერი: ჩემპიონთა ლიგასთან ჯერ კიდევ ვფლირტაობთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ნაპოლისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ევროთასებსა და პრემიერლიგაში "მეთოფეთა" ამბიციებზე ისაუბრა.

"არსენალმაც" და "ნაპოლიმაც" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოგებებით დაიწყეს. ინგლისელებმა სტუმრად "მარსელს" აჯობეს (2:1), ნეაპოლიტანელები კი დორტმუნდის "ბორუსიაზე" ძლიერები აღმოჩნდნენ და ამავე ანგარიშით იმარჯვეს.

"ჩემპიონთა ლიგასთან ჩვენ ჯერ მხოლოდ ვფლირტაობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მის მოგებაზე უარს არ ვიტყოდით. არადა, ბოლო დროს წილისყრა არ გვინდობდა - ხან "ბარსელონა" გვხვდებოდა, ხან - "მილანი", მიუნხენის "ბაიერნი" კი - სულაც სამი სეზონის განმ
ავლობაში ზედიზედ. ასეთ
მეტოქეებთან გამკლავებისთვის კი კლასი არ გვყოფნიდა.

თუმცა წაგების შემდეგ ყოველთვის ფიქრობ, რომ გამარჯვებას მომავალ წელს შეძლებ.

ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა წელს კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე წინა სეზონებში. ახლაც არ ვართ იოლ ჯგუფში. აგერ, გადავხედოთ გუნდებს - "მარსელი", "ბორუსია", "ნაპოლი" და ჩვენ, ოთხივე წამყვანი ლიგების ლიდერები ვართ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა. ასეთ თანაბარ ჯგუფებში საშინაო მატჩებში მოგებას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

არ მინდა, მათემატიკას ჩავუღრმავდე, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, პლეი-ოფში გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულა საკმარისია. სად და როგორ მოვიპოვებთ ორ მეათედ ქულას - ეს ჩემთვის გამოცანაა, მაგრამ ამოცანა ნათელია: თუკი სტუმრად გამარჯვების შემდეგ საკუთარ მოედანზე სამივე თამაშს მოვიგებთ, პლეი-ოფის საგზური ჯიბეში გვექნება.

ამბიციებსა და თავმდაბლობას შორის ბალანსის დაცვაა საჭირო. პრემიერლიგის მოგების ამბიცია გვაქვს, მაგრამ ექვსი ტურის შემდეგ (არსენალი პრემიერლიგას ლიდერობს) ტიტულზე საუბარი ნაადრევია.

ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად გვაქვს ამბიციაცა და თავმდაბლობაც საიმისოდ, რომ კარგად გავიაზროთ, რა გვაქვს და საით უნდა ვიაროთ",
- აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს "არსენალის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: ვინ დაიჭრება "სიკვდილის ჯგუფში"?
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა პირიქით თქვა, დავამთავრეთ ფლირტიო. არა თქენ თარგმანშიიიი..
gunner
19:55 01-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული