რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით რეკორდი დაამყარა.

ვეტერანი ფეხბურთელი დონეცკის "შახტართან" (1:1) მატჩში შეცვლაზე შევიდა.

39 წლის უელსელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე 145-ე მატჩი ჩაატარა.

ამ მაჩვენებლით გიგზმა რაულს გადაუსწრო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 144 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

მესამე ადგილზე "მილანის" ყოფილი მცველი პაოლო მალდინი გავიდა (140), მეოთხე პოზიციას "ბარსელონას" პლეიმეიკერი ჩავი იკავებს (139). კლარენს ზეედორფსა და იკერ კასილიასს კი ჩემპიონთა ლიგაზე 131-131 მატჩი აქვთ ჩატარებული.

ხოლო, რაც შეეხება ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე გამართულ მატჩებს, რეკორდსმენების
სია ასე გამოიყურება: რაული - 142, რაიან გიგზი - 139, მალდინი - 136, ჩავი - 133, კასილიასი - 129.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული