პეპე: "რეალისა" და "იუვენტუსის" შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. "იუვენტუსის" რიგებში ცნობილი ფეხბურთელები - ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო არიან, თუმცა მაინც ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნ
ი. იმედი მაქვს, რომ სათანადოდ ძლიერები ვართ.

"იუვენტუსი" იტალიასა და ევროპაში დიდი კლუბია. მათ ზედიზედ ორი სკუდეტო მოიგეს და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა, რადგან ორი დიადი გუნდი ხვდება ერთმანეთს.

იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში გამოვა და გულშემატკივრები ამ მატჩისგან დიდ სიამოვნებას მიიღებენ"
, - თქვა პეპემ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი"-"იუვენტუსი" 23 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული