კარლო ანჩელოტი: "იუვენტუსს" უფრო მეტი სირთულე აქვს, ვიდრე "რეალს"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩამდე განაცხადა, რომ მის გუნდს ნაადრევად აქვს პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანსი.

გარდა ამისა, 54 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია იმით, რომ ანდრეა პირლოსთან და ხაბი ალონსოსთან მოუწია მუშაობა.

მისი თქმით, ორივე ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რაც პლეიმეიქერს სჭირდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო თამაში გამოვა. ტურინის "იუვენტუსს" უფრო მეტი სირთულე აქვს, ვიდრე ჩვენ. "რეალს" შანსი ექნება, პლეი ოფის საგზური ნაადრევად მოიპოვოს.

პირლო და ალონსო ბრწყინვალე
ფეხბურთელები არიან, ნამდვილი პლეიმეიქერები, რომლებიც ძალიან სწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებებს. გამიმართლა, რომ ამ ორ ფეხბურთელთან მომიწია მუშაობა",
- თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: VINCERE O MORIRE!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული