არ ვიცით, რამდენად კმაყოფილი წავიდა სტადიონიდან დიკაპრიო, ასევე მსახიობ ლუკას ჰაასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ლორან ბლანი რომ თავისი გუნდის ვერმოგებით გაცეცხლებული იყო, ეს ფაქტია. სანამ მწვრთნელი თავის შეგირდებს ცოფავდა, ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტი მოუმზადებია ტიაგო მოტასთვის. იტალიელ-ბრაზილიელს
"ჯენოასა" და "ინტერის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2015 წლის ივნისში ეწურება, "ნაპოლი" და "იუვენტუსი" ეპატიჟებიან. 31 წლის მოტა აპენინებზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ არ ეჩქარება. როგორც ამბობენ, მალე ის პარიზელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მხარეებს 2017 წლამდე დააკავშირებს ერთმანეთთან.
ამასობაში იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ლეონარდოს პოსტზე მალე შესაძლოა, ადრიანო გალიანი ვიხილოთ. ამ შემთხვევაში, ცხადია, დედაქალაქელთა ყოფილ დირექტორს ვგულისხმობ და არა დიკაპრიოს. თუმცა გალიანის, ალბათ, არც კინემატოგრაფიაში გაუჭირდებოდა თავის დამკვიდრება.
მოკლედ, "მილანის" წარუმატებლობებს ზოგი სენიორ ადრიანოსაც აბრალებს და მწვრთნელთან ერთად შესაძლოა ჯოხი მასზეც გადატყდეს.
69 წლის გალიანის ახალი სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, ყველა შემოთავაზებას პსჟ ამჯობინოს, სადაც მშვიდი პენსიისაკენ მიმავალს კარგი ჯამაგირიც ელოდება და ერთგვარად შინაური გარემოც. მოგეხსენებათ, პარიზელებმა ეს ახალი გუნდი თითქმის მთლიანად სერია A-ს ბაზაზე ააწყვეს და გალიანის იქ არაერთი ძველი ნაცნობი დახვდება.
ამბობენ, მასზე კარგი სიტყვა კარლო ანჩელოტიმ დატოვა და ხელმძღვანელობას ჩაუწვეთა, ეს კაცი ლეონარდოს მაგივრად უფრო გამოგადგებოდათო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. C ჯგუფი: რობერტომ "ბენფიკა" ჯგუფში ჩატოვა? [VIDEO]