შეგახსენებთ, რომ "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს.
"ბორუსიაში" კრიზისია? ხალხის აზრზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრებში კარგად ითამაშა და კარგ ხასიათზე იქნება.
"ნაპოლისთან" შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი და ასე ადვილად არ უნდა დავნებდეთ. ჩვენმა მეტოქემ რამდენიმე დღის წინ "პარმასთან" წააგო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს "ნაპოლის" კრიზისზე მეტყველებდეს.
შესაძლოა, ერთმანეთს ორი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი გუნდი შეხვდ
ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენი ჯგუფი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ძლიერია; ზოგი ფიქრობს, რომ ის ყველაზე საინტერესოა. ამიტომ ისე ვითამაშებთ, რომ კვლავ მსგავსი შთაბეჭდილება დარჩეთ", - თქვა კლოპმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: თუფაქი, ჰევი მეტალი და კარუზო