"სანტიაგო ბერნაბეუზე" იტალიიდან 45 ათას ნიღაბს ჩამოიტანენ, რომელზეც პორტუგალიელი ფეხბურთელის სახე იქნება გამოსახული.
ქომაგები ნიღბის გაკეთებას შეხვედრის დროს აპირებენ და ამით გვერდში დაუდგებიან რონალდოს ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერთან მომხდარ ინციდენტსა და ასევე, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში.
აქვე გეტყვით, რომ თავად პორტუგალიელი "გალათასარაის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
"რეალსა" და "გალათასარაის" შორის მატჩი 27 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
მომზადებულია futbol.as.com-ის მიხედვით