შემთხვევა 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩის დროს მოხდა, რომელშიც "აიაქსი" კატალონიურ კლუბის დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, იმ ტრიბუნიდან, სადაც "აიაქსის" ყველაზე აქტიური ფანები ისხდნენ, "ბარსელონას" კარში მეორე გოლის გასვლის მომენტში მამაკაცი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონზე თავით დაეცა.
გულშემატკივარს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი შვეულმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ დაშავებული გ