მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ცსკა-სთან (3:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თამაში რთულად წარიმართა მოედნის მდგომარეობის გამო. თოვლი მოდიოდა და საფარიც არ იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ საბოლოოდ მატჩი მაინც შედგა.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურდა და ეს შევძელით. რთული პირობები გვქონდა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა, თამაში გვეკონტროლებინა. კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით.

რაც შეეხება ლამის ტრავმას, ის მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თუმცა, არ მგონია, სერიოზული ტრავმა იყოს.

მიხარია, რომ რეკორდი დავამყარეთ, ეს დიდი
წარმატებაა",
- თქვა გვარდიოლამ.

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 10 მატჩი მოიგო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული