27 ნოემბერს "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში თურქული გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ამ მატჩში ანგარიში ბეილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. სტუმრებმა უმუთ ბულუთის გოლით კი გაათანაბრეს, თუმცა მეორე ტაიმში არბელოამ, დი მარია და ისკომ ერთიმეორის მიყოლებით დალაშქრეს "გალათასარაის" კარი.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშითა და გოლით. ვფიქრობ, საჯარიმოდან შესრულებული დარტყმა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. საერთოდ, ვარჯიშებზე მუდმივად ვმუშაობ ხოლმე დარტყმის დახვეწაზე.
ამ მატჩში ჩვენ ხასიათის
ვფიქრობ, "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს", - აქვეყნებს უელსელის ნათქვამს Marca.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. B ჯგუფი: დიდება მეფესა, "იუვემ" მოიგო! [VIDEO]