10 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში ეს გუნდები D ჯგუფში პირველ ადგილს გაითამაშებენ. უპირატესობა მიუნხენელთა მხარესაა, რომლებმაც პირველ დაპირისპირებაში, მანჩესტერში, ანგარიშით 3:1 იმარჯვეს. შესაბამისად, "ქალაქელებს" ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად გერმანიაში დიდი ანგარიშით გამარჯვება მართებთ.
ისე კი, ორივე გუნდს განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაში.
"ხუთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში და ხუთი გამარჯვება. ჩვენთვის მთავარი ამოცანა შემდეგ სტადიაზე გასვლა იყო. ამასთან, მიზნად
წესით, მაღალი კლასის თამაშის მომსწრენი უნდა გავხდეთ. იმედი მაქვს, ფეხბურთელები სრულად აცნობიერებენ მომავალი შეხვედრის მნიშვნელობას. "მანჩესტერ სიტის" არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ, მეტოქის კარს საფრთხე შეუქმნან. ჯგუფში პირველობისთვის მათ სამი ბურთის გატანა სჭირდებათ. თუკი ცუდად ვითამაშებთ, მათ ამის გაკეთება სავსებით ხელეწიფებათ.
"ქალაქელებთან" შეხვედრაში დიდ ბრძოლას მოველი. "სიტის" რგოლებს შორის ძალიან ცოტა თავისუფალ სივრცეს დავუტოვებთ. თამაშის დროს, უმთავრესად, სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
თუკი საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი შანსი გვექნება ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის. მეორე ადგილს ვარიანტად არ განვიხილავთ.
ჩვენ მომატება კიდევ შეგვიძლია. რეკორდები კარგია, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს. მაგალითად, უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ნაკლებად დავკარგოთ.
ჯგუფში 18 ქულის მოპოვება - ღირსეული მიზანია. ამასთან, კლუბისთვის თანხებიც უნდა გამოვიმუშაოთ", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: ოცნება, რწმენა, ილუზია, ომი...