კარლო ანჩელოტი: "კოპენჰაგენთან" მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "კოპენჰაგენთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"კმაყოფილები ვართ პლეი ოფში პირველი ადგილიდან გასვლით. ვიცი, რომ მეორე საგზურისთვის ახლა ორი იტალიელი მწვრთნელი იბრძვის, მაგრამ უპირატესობას არავის ვანიჭებ.

"კოპენჰაგენი" კარგი გუნდია, რომელიც ორგანიზებულად თამაშობს. საკუთარ მოედანზე ისინი ძლიერები არიან.

მასპინძლებს ჩვენთვის ქულების ასართმევად კარგი თამაშის ჩვენება მოუწევთ.

"კოპენჰაგენმა" ტურინის "იუვენტუსთან" და "გალათასარაისთან" საშინაო მატჩებში კარგ შედეგებს მიაღწია.

რაც შეეხება გარეთ ბეილს და ხაბი ალონსოს, ისინი მოედანზე გავლენ. ყველაფერს ვიზამთ, რომ სამი
ქულა მოვიპოვოთ",
- თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: ოცნება, რწმენა, ილუზია, ომი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული