კაკა: იმედია, "აიაქსთან" მატჩში "მილანის" მაისურით მე-100 გოლს გავიტან
AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა კაკამ ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "მილანის" მაისურით მე-100 გოლის გატანა სურს.
შეგახსენებთ, რომ "კატანიას" წინააღმდეგ კაკამ 99-ე გოლი გაიტანა.
"იმედია, "მილანის" მე-100 გოლს გავიტან და კარგი იქნება, თუ ეს "აიაქსთან" შეხვედრაში მოხდება", - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.