ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას სენსაციურად დაემშვიდობა

AutoSharing Option
სტამბულში სენსაციურად დასრულდა 10 დეკემბრიდან გადმოდებული მატჩი "გალათასარაისა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის - 1:0 და იტალიური გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მატჩი პირველ ტაიმში ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო შეწყდა. კარგი ამინდი არც 11-ში იყო თურქეთში, თუმცა მოედანზე თოვლი მაინც არ იდო და თამაში შეიძლებოდა.

"იუვენტუსმა" რამდენიმე ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან და 85-ე წუთზე დაისაჯა - დიდიე დროგბას პასით ვესლი სნეიდერმა გაიტანა და ანტონიო კონტეს გუნდი ევროპალიგაზე გადაისროლა, მერვედფინალში კი, "რეალთან" ერთად, B ჯგუფიდან "გალათასარაი" გავიდა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იტალიელები ტ.რ.ა.კ.ი.ს მიმცემები არიან,მეტის ღირსები ხართ კოფენჰაგენთან რომ ვერ მოიგებ და სახლში გალას 2-0დან გაანიჩიავებინებ, შენი ადგილი კატანია და ლივორნოსთან არის.
saba
21:34 11-12-2013
0
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ფეხბურთის მომავალი ხელოვნური საფარია.
svansky
19:33 11-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული