ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. G ჯგუფი: 6 ქულით მერვედფინალში! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი რეკორდი G ჯგუფში დამყარდა, სადაც "ზენიტმა", მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა, მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

აქამდე ასე ცოტა რაოდენობის ქულით ჯგუფური ეტაპი არავის დაუძლევია.

სანკტპეტერბურგელები მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი - გამარჯვების შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის კრებული მეორე ადგილს იკავებდა.

პირველი ტაიმი რუსებისთვის იდეალურად მიმდინარეობდა - თავად კერჟაკოვის გოლის წყალობით იგებდნენ, პარალელურად კი, კონკურენტი "პორტუ" აგებდა.

მაგრამ ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ფილიპ ჰოზინერმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმის დებიუტი კი "ზენიტისთვის" კოშმარული გამოდგა.

"აუსტრიამ" პირველ 6 წუთში ორი
გოლი გაიტანა და ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, შეხვედრის ბოლო წამებზე კი რომან კინასტმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აუსტრია-ზენიტი 4:1
გოლები: 0:1 კერჟაკოვი (35), 1:1 ჰოზინერი (44), 2:1 იუნი (48), 3:1 ჰოზინერი (51), 4:1 კინასტი (90)
აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი - დილავერი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - ჰოლანდი - მურგი (60. როიერი), მ. სტანკოვიჩი (68. შიმკოვიჩი), მადერი, იუნი (83. კინასტი) - ჰოზინერი
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანსალდი (83. სმოლნიკოვი), ჰუბოჩანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, ზირიანოვი (63. არშავინი) - ფაიზულინი (83. ბისტროვი), შიროკოვი, ჰალკი - კერჟაკოვი
გაფრთხილება: ორტლეხნერი, დილავერი - ჰალკი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-19 (10-9); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 35 000

* * *
კიდევ უფრო უსუსური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა "პორტუმ", რომელმაც "ზენიტის" მორიგი საჩუქრით ვერ ისარგებლა და უმოტივაციო "ატლეტიკოსთან" 0:2 წააგო.

დიეგო სიმეონეს შეგირდები რაულ გარსიას გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 28-ე წუთზე პორტუგალიელებმა ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიიღეს - მათ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი ჟოსუემ შეასრულა და ვერ გაიტანა, რის გამოც მისი გუნდი ზუსტად ცხრა წუთში დაისაჯა.

დიეგო კოშტამ 18 წლის ოლივერ ტორესის გადაცემით ისარგებლა და ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "პორტუ" ბევრს კი ეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:0. შედეგად, "ატლეტიკო" და "ზენიტი" მერვედფინალში გავიდნენ, "პორტუ" კი, "ბენფიკას" მსგავსად, ევროპალიგაზე გადაინაცვლებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ატლეტიკო-პორტუ 2:0
გოლები: 1:0 რაულ გარსია (14), 2:0 დიეგო კოშტა (37)
ატლეტიკო (4-2-3-1): არანსუბია - მანკილიო, ალდერვეირელდი, მირანდა, ე. ინსუა - გაბი, კოკე - ოლივერ ტორესი (62. არდა თურანი), რაულ გარსია, ადრიანი (82. ლეო ბაპტიშტაო) - დიეგო კოშტა (46. ვილია)
პორტუ (4-2-3-1): ელტონი - დანილო, მაიკონი, მანგალა, ალექს სანდრო - ფერნანდო, დეფური (78. ე. ერერა) - ვარელა, ლუჩო გონსალესი (64. გილასი), ჟოსუე (46. ლიკა) - ჯ. მარტინესი
გამოუყენებელი პენალტი: ჟოსუე (28. პორტუ)
გაფრთხილება: არანსუბია, ალდერვეირელდი, ე. ინსუა - ჟოსუე, ლუჩო გონსალესი, დეფური, ჯ. მარტინესი, მანგალა
კუთხური: 4-13; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-19 (6-7); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 24 629

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 6 5 1 0 15-3 16
2. ზენიტი 6 1 3 2 5-9 6
3. პორტუ 6 1 2 3 4-7 5
4. აუსტრია 6 1 2 3 5-10 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის ფეხბურთი რუსების საქმე ვინც არ უნდა იყიდონ. თამაში თუ არ დაავიწყეს გადააჩვევენ მაინც. მიდით ჰოკეი ითამაშეთ და ადგილებს მაინც ნუ ეცილებით საფეხბურთო გუნდებს.
socer
11:18 12-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული