ნეიმარი: ამ ბურთს სამუდამოდ შევინახავ

AutoSharing Option
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ბარსელონამ" 6:1 გაანადგურა გლაზკოს "სელტიკი".

ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა ნეიმარმა. ბრაზილიელმა ფორვარდმა ეს ყველაფერი 13-წუთიან მონაკვეთში მოასწრო, პირველი ტაიმის ბოლოს და მეორის დასაწყისში.

ნეიმარი გახდა მეხუთე ფეხბურთელი "ბარსელონადან", ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიქი შეასრულა. აქამდე ეს რივალდომ, რონალდინიომ, ეტო'ომ და მესიმ (4-ჯერ) შეძლეს.

ლიონელ მესის არყოფნაში ნეიმარმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და გაიბრწყინა კიდევაც. თამაშში მან 8 საგოლე სიტუაცია შექმნა.

სხვათა შორის, ნეიმარისთვის ეს პირველი ჰეთ თრიქია "ბარსელონაში". კლუბში მის ანგარიშზე 8
გოლი და 10 საგოლე პასია.

გარდა ამისა, ნეიმარი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ თრიქის შესრულება ლიბერტადორესის თასზეც შეძლო და ჩემპიონთა ლიგაშიც.

"მე სწორედ ასეთი მატჩი მჭირდებოდა. ახლა ბიჭებს ავტოგრაფებს დავატოვებინებ ამ ბურთზე, რომელსაც სამუდამოდ შევინახავ.

მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიქი შევასრულე. ჩვენ მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

რომელი გუნდი მსურს მომდევნო მეტოქედ? ჩემთვის სულ ერთია - ყველა მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ"
.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. H ჯგუფი: ნეიმარმა "ბარსელონას" მესი დაავიწყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული