ჩეზარე პრანდელი: "მილანი" "აიაქსთან" მატჩში იტანჯებოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იტალიური კლუბების გამოსვლა შეაფასა.

პრანდელი "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსის" გავარდნით იმედგაცრუებულია.

"იტალიური კლუბების შედეგებით იმედგაცრუებული ვარ. სამ კლუბს შეეძლო პლეი ოფში გასვლა, მაგრამ ეს მხოლოდ "მილანმა" მოახერხა, რომელიც მოედანზე იტანჯებოდა.

"ნაპოლის" სენსაციურად არ გაუმართლა, ხოლო "იუვენტუსმა" გადატანილ მატჩში წააგო. იტალიური ფეხბურთი უნდა გაიზარდოს",
- თქვა პრანდელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული