ოლივერ კანი: ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა "იყიდა"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მეკარე ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ფული წყვეტს.

მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დაახლოებით 300 მილიონი ევრო "ჯდება" - სწორედ ეს თანხა გაიღო "ჩელსიმ" 2012 წლის ტრიუმფისთვის "ალიანს არენაზე".

"ფული თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი ფაქტორია. მაგალითად, ბუნდესლიგაში რომ გადავიდეს, კლუბს 20-25-მილიონიანი ბიუჯეტი სჭირდება.

თუკი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზეა საუბარი, ამ პროექტში დაახლოებით 300 მილიონი უნდა ჩაიდოს. თავის დროზე "ჩელსიმ" სწორედ ასე "იყიდა" ტიტული.

თუმცა დღეს იმავეს გაკეთება "მანჩესტერ სიტისაც" შეუძლია, "რეალსაც", "ბარსელონასაც" და "ბაიერნსაც"
, - აქვეყნებს კანის
ნათქვამს Goal.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული