ჟოზე მოურინიო: "ინტერის" გამარჯვება "ბარსელონაზე" ბოლო 50 წლის საუკეთესო მატჩია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების სეზონში "ბარსელონასთან" ნახევარფინალში საკუთარი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.

"პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3:1 მოვიგეთ, რაც ჩვენთვის რთულად მისაღწევი შედეგი იყო.

შეგვეძლო, 4-5 ბურთი გაგვეტანა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მატჩი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.

ვიცოდით, რომ საშინაო მატჩი რთული იქნებოდა, ხოლო გასვლითი ორმაგად რთული. ასევე, გვესმოდა, რომ თუ "სან სიროზე" ვერ გავიმარჯვებდით, ყველა პრაქტიკულ შანსს დავკარგავდით.

მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და საბოლოოდ, მოვიგეთ.

საპასუხო მატჩი? როცა შეხვედრას "კამპ ნოუზე" იწყებ, ამ დროს ანგარიშში
უპირატესობა (3:1) გაქვს და 10 კაცით თამაშობ, კართან თვითმფრინავი უნდა დააყენო",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Sport Mediaset-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი თვითმფრინავი და კიდე სამი შენნაირი . . .
barca
01:23 05-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული