სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ლონდონის "ჩელსის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ.
შეგახსნეებთ, რომ "არისტოკრატების" მეტოქე თურქული "გალათასარაი" იქნება, სადაც ლონდონელთა ყოფილი ვარსკვლავი დიდიე დროგბა თამაშობს.
მოურინიოს განცხადებით, კოტ დი ვუარელი საკმაოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის მის გუნდს.
"ვფიქრობ დორგბას "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება იქნება განსაკუთრებული მომენტი მისთვის და "ჩელსის" ფანებისთვის. ის იმსახურებს საუკეთესო დახვედრას. ის აქ გმირია, გამომდინარე იქიდან რასაც მან "ჩელსიში" მიაღწია. ის დიდებული ადამიანი და უდიდესი ფეხბურთელია", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
"ჩელსის"
დიდიდე დროგბას "სტიმფორდ ბრიჯზე" დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში შედგება, რომელიც 18 მარტს ჩატარდება, ხოლო პირველი შეხვედრა სტამბულში სამი კვირით ადრე გაიმართება.
მომზადებულია givemesport.com-ის მიხედვით