იაია ტურე: "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში არ მინდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა იაია ტურემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ეს ყველაფერი ძალიან რთულია. მართლა არ მინდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს, მან მე ბევრი მომცა და იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ, რომლებიც ასევე ბევრ რამეში დამეხმარნენ.

ამ ბიჭების წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" თამაში მომიწევს - იმ არენაზე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. იქ დავბრუნდები, მაგრამ უკვე სხვა მაისურით. არ მინდა იმ გულშემატკივრების წინაშე თამაში, რომლებიც პატივს მცემდნენ და ვუყვარდი, თუმცა რას იზამ, ასეთია
ფეხბურთი.

დიადი ისტორიის მქონე დიდებულ კლუბთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. გვინდა, ჩვენს გულშემატკივარს დავუმტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვართ",
- თქვა ტურემ.

შეგახსენებთ, რომ "სიტი"-"ბარსელონას" მატჩი ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
სიტი VS ბარსელონა - მარადიული კითხვა: როგორ გავაჩეროთ მესი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული