მესუთ იოზილმა "ბაიერნი" გააფრთხილა: ჰალკი, რემბო და სუპერმენი ჩვენს მხარესაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული იუმორისტული პოსტით მიუნხენის "ბაიერნს" დაემუქრა.

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, ისინი მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ეთამაშებიან, თუმცა გერმანელებს აფრთხილებს, რომ სუპერმენი, ჰალკი და რემბო "მეთოფეთა" მხარეს არიან.

თავის მხრივ, ინგლისელთა ფანებს იმედი აქვთ, რომ იოზილი დაეხმარება მათ გუნდს ბავარიელთა გუნდის ბარიერის გადალახვაში, რომელიც გასულ წელს "ალიანს არენაზე" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული