პორტუგალიელის თქმით, ახლანდელი "ბარსელონა" ყველაზე ცუდი გუნდია, რაც კი ყოფილა მრავალი წლის მანძილზე, თუმცა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, ხერარდო მარტინოს შეგირდები ფავორიტები არიან ამ წყვილში, მაგრამ ინგლისელები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ "ბარსელონა" არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო წინა წლებში.
"რა თქმა უნდა, ისტორიის მიხედვით, ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ ეს გუნდი წლევანდელ სეზონში გვიჩვენებს, რომ ეს არ
რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ ლიონელ მესი, ის არის განსაკუთრებული, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ყველაზე უარესი "ბარსელონა", რაც კი ყოფილა მრავალი წლის მანძილზე. ასე რომ, "სიტის" აქვს შანსი," - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ "სიტი"-"ბარსელონას" პირველი მერვედფინალური მატჩი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია soccerway.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
სიტი VS ბარსელონა - მარადიული კითხვა: როგორ გავაჩეროთ მესი?