ლიონელ მესიმ ევროთასების საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ ევროთასების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

26 წლის ფეხბურთელი მე-4 ადგილს უკრაინელ ანდრეი შევჩენკოსთან იყოფს - ორივე მათგანს 67 გოლი დაუგროვდა ევროთასებზე.

ამ სიას მადრიდის "რეალისა" და "შალკეს" ყოფილი თავდამსხმელი რაული ლიდერობს, რომელსაც ევროთასებზე 76 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მოდის "მილანის" ყოფილი ფორვარდი ფილიპო ინძაგი - 70 გოლით, ხოლო მე-3 ადგილს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი იკავებს 69 გატანილი გოლით.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" (2:0) 18 თებერვალს გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ
დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ მესიმ გახსნა.

ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული