ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩეხ ტომაშ როსიცკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას მოსწონს 33 წლის ნახევარმცველის დიდ მატჩებში გამოყენება და აღიარა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.
ფრანგმა სპეციალისტმა დაამატა, რომ როსიცკი გადამწყვეტ მატჩებს ძალიან კარგად თამაშობს და ის ყოველთვის იყენებს გამოცდილ ჩეხ ნახევარმცველს, როცა ფიქრობს, რომ ეს სათანადო მომენტია.
"როსიცკი "დიდი მატჩების ფეხბურთელია" და ყოველთვის ვიყენებ მას, თუ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მომენტია. ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "არსენალში". როსიცკი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის თამაშობს სეზონის დასკვნითი პერიოდის დიდ ნაწილს," - განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალი"-"ბაიერნის" პირველი მერვედფინალური დაპირისპირება 19 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია thesportreview.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
არსენალი VS ბაიერნი - "ბაიერნი" რიბერის გარეშეც ფავორიტია