ამჯერად გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩებზე შექმნილ კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს.
კატალონიის "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტი" (2:0) დაამარცხა, რამაც მანუელ პელეგრინი ძალიან გააბრაზა, ხოლო ჟოზე მოურინიომ მოკრძალებული ტორტი ჭამა.
მანჩესტერელთა მწვრთნელი აღშფოთებული იყო შვედი არბიტრის გადაწყვეტილებით, რომელმაც კატალონიელები პენალტის დარტყმის უფლებით დააჯილდოვა, ხოლო მარტინ დემიკელისი მოედნიდან გააძევა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პელეგრინიმ განაცხადა, რომ მთავარი არბიტრი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა.
თავის მხრივ, მოურინიოსთვის ეს იყო მწარე მარცხი, რომელმაც
პსჟ კი სრული სვლით მიემართება მეოთხედფინალისკენ, მას შემდეგ, რაც პარიზელებმა სტუმრად გაანადგურეს "ლევერკუზენი" (4:0). აღნიშნულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 2 გოლია, რომელთაგან ერთი აბსოლუტური "სარაკეტო" იყო.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და ნამდვილად გაჩაღდა!