დღის კარიკატურა: ჩემპიონთა ლიგა აფეთქებით დაბრუნდა, "ბარსელონამ" ძველი მტრები ჩალაგამოვლებულები დატოვა

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის სახალისო კარიკატურას, შესაბამისი ინტერპრეტაციით აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე.

ამჯერად გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩებზე შექმნილ კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს.

კატალონიის "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტი" (2:0) დაამარცხა, რამაც მანუელ პელეგრინი ძალიან გააბრაზა, ხოლო ჟოზე მოურინიომ მოკრძალებული ტორტი ჭამა.

მანჩესტერელთა მწვრთნელი აღშფოთებული იყო შვედი არბიტრის გადაწყვეტილებით, რომელმაც კატალონიელები პენალტის დარტყმის უფლებით დააჯილდოვა, ხოლო მარტინ დემიკელისი მოედნიდან გააძევა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პელეგრინიმ განაცხადა, რომ მთავარი არბიტრი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა.

თავის მხრივ, მოურინიოსთვის ეს იყო მწარე მარცხი, რომელმაც
რამდენიმე დღის წინ ხერარდო მარტინოს გუნდს უწოდა ყველაზე ცუდი გუნდი, რაც კი ყოფილა "ბარსელონა" მრავალი წლის მანძილზე, ხოლო მის საპასუხოდ, მატჩის დამთავრების შემდეგ სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ "ბარსას" მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე დღით ხმა უნდა გაიკმინდონ.

პსჟ კი სრული სვლით მიემართება მეოთხედფინალისკენ, მას შემდეგ, რაც პარიზელებმა სტუმრად გაანადგურეს "ლევერკუზენი" (4:0). აღნიშნულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 2 გოლია, რომელთაგან ერთი აბსოლუტური "სარაკეტო" იყო.

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და ნამდვილად გაჩაღდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული