როგორც El Mundo წერს, კომპანია Televisa-ს ტელეჟურნალისტებმა "ტვიტერსა" და "ფეისბუქში" "სიტი"-"ბარსელონას" შემადგენლობების გამოქვეყნებისას შეცდომა დაუშვეს და კატალონიურ გუნდში ჩილელი თავდამსხმელის ნაცვლად, ცნობილი ამერიკელი პორნოვარსკვლავი შეიყვანეს.
რედაქტორებმა ხარვეზი მოგვიანებით კი გაასწორეს, თუმცა "სქრინმა" ინტერნეტი მყისიერად დაიპყრო.
ალექსის სანჩესის ვინაობის შესახებ ჩვენი საიტის მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება ზედმეტი გვგონია, განსხვავებით ქალბატონი ტექსასისა, რომელიც პორნოინდუსტრიაში 2006 წლიდან "მოღვაწეობს" და ამ ხნის განმავლობაში
რაც შეეხება კურიოზულ ფაქტს, მასზე კომენტარი ჯერჯერობით არც ფეხბურთელს გაუკეთებია და არც პორნოვარსკვლავს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაში "სიტი"-"ბარსას" მეტოქეობას, შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი კატალონიის დედაქალაქში 12 მარტს გაიმართება.