რობინ ვან პერსი: თანაგუნდელები ხშირად ჩემს ადგილზე თამაშობდნენ

AutoSharing Option
25 თებერვალს ათენის "ოლიმპიაკოსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ბერძნებმა ორი ბურთის სხვაობით, ანგარიშით 2:0 იმარჯვეს, აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა მანჩესტერელთა ჰოლანდიელმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ, რომელსაც მეორე ტაიმში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მიეცა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა თავისი თანაგუნდელების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა:

"ჩემთვის ასე თამაში საკმაოდ რთული იყო, რადგან თანაგუნდელები ხშირად ჩემს ადგილზე იყვნენ. სამწუხაროდ, ამიტომაც შევცვალე საკუთარი თამაშის ტაქტიკა.

ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით და მატჩის განმავლობაში, მეტოქეთა კარში მხოლოდ ერთი დარტყმა განვახორციელეთ.
ყველა ჩვენგანი ძალიან იმედგაცრუებულია",
- თქვა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები "ოლიმპიაკოსთან" მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს 19 მარტს, "ოლდ ტრეფორდზე" გამართავენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0 - ცუდი "წლის მატჩი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული