"მოდით, ვაღიაროთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების 90 პროცენტი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ამას ადასტურებს ფეხბურთელების დონე და მათი ხელფასები. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში არმოხვედრა როგორც კლუბისთვის, ისე გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.
საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ნიჭი არაა მნიშვნელოვანი, ასევე საჭიროა გამოცდილება.
უნდა ვაჩვენოთ, რომ ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს და გასული სეზონებიდან გაკვეთილი გამოვიტანოთ, რომ მომავალში უკეთესები გავხდეთ.
ჯერ კიდევ გვაქვს შანსი და ახლა დროა,
ზოგჯერ ამბობენ, რომ ბებერი გუნდი გვყავს, მაგრამ ნახევარმცველებისთვის საუკეთესო დრო 27-დან 31 წლამდე პერიოდია. ამიტომ მგონია, რომ იდეალური ასაკის გუნდი გვყავს.
რამე უნდა გავაკეთოთ. სხვა შემთხვევაში, ახალ სეზონში ახალი ფეხბურთელები იქნებიან. ტოპ-კლუბში სიტუაცია ზუსტად ასეა მოწყობილი", - თქვა ნასრიმ.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: ჯგუფური ეტაპი კულმინაციას აღწევს