"ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შესანიშნავი მატჩი იყო და ჩემი გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებული გახლდათ. შეხვედრის დაწყებამდე ვსაუბრობდი, რომ მათემატიკითა და ქულებით დაინტერესებულები არ ვართ და ეს პირველივე წუთებიდან ვაჩვენეთ.
გუნდები, რომლებიც 3:0-ს ან 4:0-ს იგებენ, ხშირად ცდებიან და გოლს უშვებენ, მაგრამ არა ამ მატჩში. უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო.
"შალკე", ალბათ, განაწყენებულია მარცხით. შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ძალიან კარგ გუნდთან წააგეს.
ეს საუკეთესო "ჩელსია", მაგრამ ტიტული ჯერ არ მოგვიგია. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თამაშის ხარისხმა ტიტულები მოგვიტანოს", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]