ვენსან კომპანისა და ფრანკ რიბერის შორის ინციდენტი კადრს მიღმა აღმოჩნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

მასპინძლების კაპიტან ვენსან კომპანისა და "ბაიერნის" ნახევარმცველ ფრანკ რიბერის შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეს მომენტი კადრს მიღმა აღმოჩნდა. ამიტომ უეფას დისციპლინარულ კომიტეტს გაუჭირდება ამ ორი ფეხბურთელის ბრალეულობის დადგენა.

ინციდენტი პირველი ტაიმის ნახევარში მოხდა. კომპანიმ უხეშად გამოთქვა პრეტენზიები რიბერის მისამართით, ფრანგმა კი საპასუხოდ კომპანის სახეში გაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport.de ავრცელებს.

ეპიზოდი ვერც არბიტრმა შეამჩნია. რამდენიმე წუთში კი "სიტის" კარში საჯარიმო
დარტყმა დაინიშნა, ხოლო კომპანიმ და რიბერიმ ურთიერთობის გარკვევა უკვე ხელშეუხებლად გააგრძელეს.

"კომენტარს არ გავაკეთებ. თამაში დასრულდა და არ ვაპირებ ამაზე ვიფიქრო", - თქვა რიბერიმ მატჩის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული