დავიდ ლუისი: პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე "ბარსელონას"

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველი დავიდ ლუისი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონა" უკვე არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორც ადრე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში "ბარსელონა" პსჟ-ს უმასპინძლებს. პარიზელებს "კამპ ნოუზე" ერთი ქულაც ჰყოფნით პირველ ადგილზე დასარჩენად.

"ლიონელ მესი დიადი ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. მისი შეჩერება ძალიან რთულია და საერთოდ, ეს თამაში დაცვის ხაზისთვის რთული იქნება. გვიხარია, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოგება და ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება გვინდა, რომ ყველას ვანახოთ, რა ძლიერები ვართ.

ყველაზე
მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ "ბარსელონასთან" გვაქვს. ვფიქრობ, პსჟ-ს უფრო მეტი შანსი აქვს, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე "ბარსელონას", მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. კარგი იქნებოდა ფინალში ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ თამაშს აჩვენებს", - თქვა ლუისმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღეს რომი ევროპის ცენტრია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული