შვეიცარიულ ქალაქში 16 კლუბი ორ კალათშია გადანაწილებული. პირველში ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები არიან, მეორეში - მეორეადგილოსნები. დაუშვებელია ამ ეტაპზე ერთი ასოციაციის ორი გუნდის დაპირისპირება. დაუშვებელია აგრეთვე ერთ ჯგუფში მოთამაშეთა ჯახი. პირველ კალათში განთესილი გუნდები საპასუხო მატჩს შინ თამაშობენ.
წილისყრას ჯანი ინფანტინო და კარლ-ჰაინც რიდლე გაუძღვებიან.
მაშ ასე, პირველ კალათში არიან: ატლეტიკო (ესპანეთი), რეალი (ესპანეთი), მონაკო (საფრანგეთი), დორტმუნდი (გერმანია), ბაიერნი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), ჩელსი (ინგლისი), პორტუ (პორტუგალია).
მეორე კალათში არიან: იუვენტუსი (იტალია),
მერვედფინალური მატჩები ორ ეტაპადაა გაყოფილი: 17/18 თებერვალს და საპასუხო მატჩები 10/11 მარტს; 24/25 თებერვალს და საპასუხო მატჩები 17/18 მარტს. მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა 20 მარტს გაიმართება.
* * *
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ ევროპალიგის 1/16-ფინალის წილისყრა დაიწყება. განთესილები არიან: 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 8 გუნდიდან 4 საუკეთესო. დაუშვებელია, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთი ჯგუფის ან ერთი ასოციაციის წარმომადგენლები. ასევე დაუშვებელია რუსული და უკრაინული კლუბების დაპირისპირებაც.
განთესილები: გლადბახი (გერმანია), ბრიუგე (ბელგია), ბეშიქთაში (თურქეთი), ზალცბურგი (ავსტრია), დინამო მ. (რუსეთი), ინტერი (იტალია), ფეიენოორდი (ჰოლანდია), ევერტონი (ინგლისი), ნაპოლი (იტალია), დინამო კ. (უკრაინა), ფიორენტინა (იტალია), ლეგია (პოლონეთი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), სპორტინგი (პორტუგალია), ბილბაო (ესპანეთი), ზენიტი (რუსეთი).
განუთესავები: ვილიარეალი (ესპანეთი), ტორინო (იტალია), ტოტენჰემი (ინგლისი), სელტიკი (შოტლანდია), ეინდჰოვენი (ჰოლანდია), დნიპრო (უკრაინა), სევილია (ესპანეთი), ვოლფსბურგი (გერმანია), იანგ ბოისი (შვეიცარია), ოლბორგი (დანია), გენგამი (საფრანგეთი), ტრაბზონი (თურქეთი), ანდერლეხტი (ბელგია), აიაქსი (ჰოლანდია), ლივერპული (ინგლისი), რომა (იტალია).
მატჩები 19 და 26 თებერვალს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"