ლუის ენრიკე: ახლა მხოლოდ "სიტისთან" გამარჯვებაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მეტოქედ "მანჩესტერ სიტი" შეხვდა. ესპანელები პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ.

"შევეცდებით, მოვიგოთ და კარგად ვითამაშოთ, მაგრამ არსებობს ისეთი შეხვედრები, სადაც ისე ვერ თამაშობ, როგორც გინდა.

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩი თებერვალში გვიწევს. ამ თამაშებისთვის გასაღები გუნდის ოპტიმალური ფორმა იქნება.

ყოველთვის პოზიტიურად ვმსჯელობ და ახლა "ქალაქელებთან" მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ", - თქვა ენრიკემ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბარსელონა" ძალიან ადრე დატოვებს ჩემპიონთა ლიგას. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. მას "სიტი"-სთან შანსი არ აქვს. Adios "Barcelona".
nika
21:24 15-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული