პსჟ VS ჩელსი - 50/50-ზე ფავორიტსა და აუტსაიდერს შორის

AutoSharing Option
* გასული წლის ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში პსჟ-მ "ჩელსი" 3:1 დაამარცხა.
* პარიზელები ცუდი განწყობით ხვდებიან მატჩს, ლიგა 1-ში "კაენს" ბოლოსწინა წუთამდე 2:0-ს უგებდნენ და 2:2 ითამაშეს.
* "ჩელსიმ" ამ უქმეებზე დაისვენა, რადგან ასოციაციის თასიდან გამოვარდნილია.

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი "ჩელსი" შარშან გაკვალულ გზას გაივლის - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სათამაშოდ პარიზში ჩადის.

შარშან ეს მეოთხედფინალური ეტაპი იყო და გამარჯვება ჟოზე მოურინიოს გუნდს დარჩა ორი მატჩის ჯამში, წლეულს კი მხოლოდ მერვედფინალია.

ლორან ბლანის მთავარი პრობლემა ტრავმირებულებია - ფრანგებს დაშავებულები მოუმრავლდათ, რომელთაგან
სამი ნამდვილად ვერ ითამაშებს, ამდენივეს თამაში კი ძალზე საეჭვოა.

"ჩელსის" კი მსგავსი პრობლემა არ აწუხებს, ობი მიკელის გარდა, ყველა მწყობრშია.

ლორან ბლანი (პსჟ):
"ჟოზე მოურინიოს ასე თუ ისე ვიცნობ და ის, ალბათ, ცეცხლს დაანთებინებს თავის ბიჭებს "პარკ დე პრენსზე". ჩვენმა მცველებმა ამ შემთხვევაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. არ შეიძლება ყვითელი ბარათების მიღება, გუნდში ბევრი სრულფასოვანი ფეხბურთელი არა გვყავს.

ხვალ უნდა გამოვიჩინოთ გოლის გატანის დიდი სურვილი და საკუთარი კარი უნდა დავიცვათ უნაკლოდ. ვფიქრობ, მოურინიოს დავალებაც თამაშზე ეს იქნება".

ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"პარი სენ-ჟერმენი", ძირითადად, ისევ ის გუნდია, რომელიც შარშანდელ სეზონში იყო, "ჩელსი" კი - არა. ჩვენ გვყავს ახალი ფეხბურთელები, ახალი სტილით ვთამაშობთ, ახლა დიეგო კოშტაც ითამაშებს.

არ ვიცი, უკეთესები ვართ თუ არა ახლა, მაგრამ სხვანაირები კი ნამდვილად ვართ. ჩემპიონთა ლიგა ბოლო ათ წელიწადში ხშირად გვიკეთებს სიურპრიზებს. ასე რომ, ასე ვიტყოდი - შანსები 50/50-ზეა, ფავორიტსა და აუტსაიდერს შორისაც.

გასულ სეზონში პარიზში დავმარცხდით, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელით. იმიტომ კი არ მოვიგეთ, რომ უკეთესები ვიყავით, არამედ იმიტომ ვიმარჯვეთ, რომ პარიზში გოლის გატანა შევძელით".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩის წინ
17 თებერვალი. პარკ დე პრენსი (პარიზი) 23:45
პსჟ-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკინიოსი (?), მატუიდი (?), მოტა (?), ლუკასი, კაბაი, ორიე - ობი მიკელი
მსაჯი: კუნიეთ ჩაკირი (თურქეთი)

პსჟ
მეკ: სირიგუ (6 თ)
მცვ: მაქსველი (6), ლუისი (6, 1), ვან დერ ვილი (6), მარკინიოსი (3), სილვა (3), დინი (1)
ნახ: პასტორე (6), მატუიდი (6, 1), ლუკასი (6), ტ. მოტა (5), ვერატი (4, 1), შანტომი (3), კაბაი (3), რაბიუ (1)
თავ: კავანი (6, 5), ლავეცი (4), იბრაჰიმოვიჩი (3, 2), ბაებეკი (3, 1).

ჩელსი
მეკ: ჩეხი (3), კურტუა (3)
მცვ: ლუიში (5), ტერი (5, 2), ივანოვიჩი (5), კეჰილი (4), ზუმა (3), ასპილიკუეტა (2), აკე (1)
ნახ: მატიჩი (6, 2), ფაბრეგასი (6, 2), ოსკარი (5), აზარი (5, 2), ვილიანი (5, 1), რამირესი (4, 1), შიურლე (4, 1), სალაჰი (2), ობი (2, 1), ლოფტუს-ჩიკი (1)
თავ: კოშტა (5), დროგბა (4, 2), რემი (3, 1), სოლანკე (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული