შახტარი VS ბაიერნი - იქნება გმირობა?

AutoSharing Option
* "შახტარს" ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის (პორტუსთან) შემდეგ ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.
* შაბათს "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში 1984 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო, "ჰამბურგი" 8:0 დაამარცხა.
* "შახტარი" და "ბაიერნი" აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.
* მირჩა ლუჩესკუს "შახტარი" გვარდიოლას "ბარსელონას" ხუთჯერ შეხვდა და ოთხჯერ დამარცხდა.

დონეცკი ახლა ფრონტისპირა ქალაქია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. ამიტომაც აღმოსავლურ-უკრაინული "შახტარი" დასავლეთ უკრაინაში მასპინძლობს მიუნხენის "ბაიერნს".

ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ "ბაიერნი" ამ დუელის ფავორიტად ჩავთვალოთ. მარტო ის რად ღირს, რომ გერმანიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მოგების
ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

ლვოვში "შახტარს" დიდი მხარდაჭერა გარანტირებული კი აქვს, მაგრამ რამდენად იქნება ეს საკმარისი "ბაიერნის" წინააღმდეგ, ძნელი სათქმელია.

ხოსეპ გვარდიოლამ ამჯერად მოახერხა და გუნდი ფორმის პიკისკენ ევროთასების განახლებისთვის გაიყვანა, რისი დასტურიც "ჰამბურგის" 8:0 მორბევაა. გერმანიის ჩემპიონი უკრაინაში საკადრო პრობლემებით ჩავიდა, თუმცა სტუმართა არჩევანი უფრო დიდია.

ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ფრანგი ფრანკ რიბერი თამაშს მოახერხებს, ჩაბი ალონსოს საკითხი კი ჯერ არ გადაწყვეტილა.

მირჩა ლუჩესკუ (შახტარი):
"ამ დაპირისპირებაში "ბაიერნი" აშკარა ფავორიტია. მათ ძალიან დიდი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც შრომა არ ეზარება. ბოლო ორ წელიწადში მან შეცვალა "ბაიერნი" და ის "ლათინურად" აათამაშა. ის აყალიბებს უნიკალურ გუნდს.

ჩვენ ნამდვილი გმირები ვიქნებით, თუკი ორი მატჩის ჯამში "ბაიერნს" დავამარცხებთ და მეოთხედფინალში გავალთ. ჯერ ერთი, რომ ბოლო ოფიციალური მატჩი 10 კვირის წინ ვითამაშეთ; მეორეც, ყველას მოეხსენება, როგორ სიტუაციაში გვიწევს ამ სეზონში ცხოვრება და მუშაობა.

ახლა ყოველი ადამიანი იტყვის, რომ "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავა. მით უფრო, რაც ამ გუნდმა ბუნდესლიგაში 8:0 იმარჯვა".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი):
"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ "შახტარს" და მის მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს. ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი კარგი გუნდი შექმნა.

მე მითამაშია "შახტარის" წინააღმდეგ, როცა "ბარსელონაში" ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, მატჩები რთული გამოდიოდა. გავიხსენოთ უეფას სუპერთასი, როცა ჩვენ მხოლოდ დამატებით დროში გავიტანეთ. ერთხელ კი მათ საკუთარ მოედანზე მოგვიგეს.

ჩაბი ალონსომ გუშინ ჩვეულებრივ ივარჯიშა, თუმცა მისი მზადყოფნა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხვალ გადავწყვეტთ".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩის წინ
17 თებერვალი. ლვივ არენა (ლვოვი)
შახტარი-ბაიერნი 23:45
დისკვალიფიკაცია: სტეპანენკო (შახ)
ტრავმა: ბერნარდი - მარტინესი, ლამი, ალკანტარა, ალონსო (?), რაფინია (?), რიბერი (?)
მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

შახტარი
მეკ: პიატოვი (6)
მცვ: რაკიცკი (6), სრნა (5, 1), შევჩუკი (4), კუჩერი (4), აზევედო (2), ორდეცი (1), კრივცოვი (1)
ნახ: ალექსი (6, 3), კოშტა (6, 1), ფერნანდო (6), სტეპანენკო (6, 1), ბერნარდი (5), მარლოში (5), ფრედი (5), ილსინიო (2)
თავ: ტაისონი (6), ადრიანო (5, 9), გლადკი (2)

ბაიერნი
მეკ: ნოიერი (6)
მცვ: ბენატია (5), რაფინია (5), ბოატენგი (5, 1), ალაბა (4), დანტე (4), ლამი (4), როდე (3, 1)
ნახ: ბერნატი (6), ალონსო (5, 1), რობენი (5, 2), გიოტცე (5, 3), რიბერი (4, 2), შაჩირი (4, 1), ჰოიბერგი (3), შვაინშტაიგერი (2), ვაიზერი (1), გაუდინიო (1)
თავ: ლევანდოვსკი (6, 2), მიულერი (4, 3), პისარო (2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული