შახტარი-ბაიერნი 0:0 - მკვდარი თამაში და ცოცხალი ინტრიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლვივ არენაზე" შეკრებულ 35 ათასამდე გულშემატკივარს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მთლიანობაში, ძალიან მძიმე და უფერული მატჩი იხილეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ, პრიორიტეტულ მიზნად საკუთარი კარის უსაფრთხოება დაისახეს, რამაც განსაზღვრა კიდეც მატჩის სურათი. არც გერმანელებს მოუკლავთ თავი გოლის გასატანად და მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც კაცნაკლულნი დარჩნენ.

65-ე წუთზე ჩაბი ალონსომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი დატოვა და განმეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს.

ამ ორმატჩიან დუელში ფავორიტი "ბაიერნი" იყო და რჩება კიდეც, მაგრამ ანგარიში მაინც ტოვებს გარკვეულ ინტრიგას - საკუთარ
სტადიონზე კარის მშრალად შენახვა კარგი აქტივია, რომლის გამოყენებასაც ლვოვში გადაბარგებული დონეცკელები მიუნხენში შეეცდებიან.

შახტარი-ბაიერნი 0:0
შახტარი (4-4-1-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - დუგლას კოშტა (78. მარლოსი), ფერნანდო, ფრედი, ტაისონი (84. ველინგტონი) - ალექს ტეიშეირა - ლუის ადრიანო (89. გლადკი)
ბაიერნი (3-4-3): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ალაბა - შვაინშტაიგერი, ჩაბი ალონსო, ბერნატი, გიოტცე (75. ლევანდოვსკი) - რობენი, რიბერი, მიულერი (70. ბადშტუბერი)
გაფრთხილება: სრნა, დუგლას კოშტა, ფრედი - რაფინია, ბოატენგი, შვაინშტაიგერი
გაძევება: ჩაბი ალონსო (65)
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 1-5(1-1); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 34 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული