ხოსეპ გვარდიოლა: დონეცკის "შახტართან" მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დონეცკის "შახტართან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 65-ე წუთის შემდეგ მიუნხენელები მოედანზე უმცირესობაში დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა ხაბი ალონსო გააძევა.

"დიდი ხანი უმცირესობაში ვთამაშობდით, ეს ყოველთვის რთულია. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ.

ახლა უკვე აუცილებლად უნდა მოვიგოთ საპასუხო მატჩში. ვფიქრობ, მშობლიურ სტადიონზე ამის გაკეთება არ გაგვიჭირდება. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ", - თქვა გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი"-"შახტარის" საპასუხო
მატჩი 11 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
შახტარი-ბაიერნი 0:0 - მკვდარი თამაში და ცოცხალი ინტრიგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული